საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი გაათავისუფლეს.
ევროპული საქართველოს დეპუტატი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
კანდელაკი აქციაზე უკვე დაბრუნდა და თქვა, რომ პოლიციამ ის მანქანიდან ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვა.
“განრიდება არსებობს, როცა რაღაც საფრთხე მემუქრება, ქვებს ისვრიან და ა.შ. უბრალოდ ჩემთვის ვიდექი და ეს იყო უკანონო, ანტიკონსტიტუციური თავისუფლების აღკვეთა პარლამენტის წევრისთვის”, – თქვა კანდელაკმა.
მისი ინფორმაციით, პოლიციას დაკავებული ჰყავს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც კახეთის გზატკეცილზე გადაიყვანეს.