მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა უკვე გაათავისუფლეს და აქციაზე დაბრუნდა, გიორგი კანდელაკის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია

გიგი უგულავა უკვე გაათავისუფლეს და აქციაზე დაბრუნდა, გიორგი კანდელაკის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია

Published on

ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა ოპოზიციის ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავება და იზოლატორში გადაყვანა.

გიგი უგულავამ რამდენიმე წუთში ფეისბუქზე დაწერა, რომ უკვე გაათავისუფლეს და აქციაზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბრუნდება.

“დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით”, – წერს უგულავა ფეისბუქზე.

” ავლაბრისკენ წავედით, იქ ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა “ტაქსისტმა” მომიყვანა”, – განაცხადა უგულავამ. გამოვიცვლი, რადგან ყველა ღილი მოხეული და მორღვეული მაქვს და რა თქმა უნდა, ისევ შევუერთდები მანიფესტაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ განუცხადა, რაც ის სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. უგულავას თქმით, მან გზაში აქციიდან განრიდების მიზეზებიც განემარტა.”მითხრეს, პარტიის ლიდერი ხარ და შენს სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყვესო. ჩემს სიტყვას თუ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს, ეს მხოლოდ კომპლიმენტია.

„სიმართლე გითხრათ, რაღაც ამდაგვარს სულ ველოდი, იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა, რაციაში გადმოსცემენ. ისე აღმოჩნდა, რომ გარშემო სულ პოლიციელები მედგნენ, მეტაკნენ და წამიყვანეს, დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ეს: თქვენ რადგან ხართ ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ სიტყვას შეიძლება ესკალაცია მოჰყოლოდა და გაგარიდეთო. ჩემს სიტყვას თუ რაიმე სახის ესკალაცია შეიძლება მოჰყოლოდა, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტად მივიღო.

ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ვის დაიჭერენ და ვის არა. ეს ბრძოლა არ დასრულდება ამით. ამის უკან რაც არის, ის თუ ჩვენმა საზოგადოებამ გადაყლაპა, ჩვენ აღარ ვიქნებით საზოგადოება. ეს ეხება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც. ასეთი საუკუნის მზაკვრობა თუ გავა, მაშინ ყველაფერი გავა. მაშინ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნა, ამის საპირწონედ არის სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, დაგვჭერენ, გაგვარიდებენ თუ მარსზე გაგვაფრენენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ დროისათვის გიგი უგულავა უკვე თავისუფალია და აქციაზე დაბრუნდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

​დაკავების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა ფეისბუქზე დაადასტურა. შსს-ში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, პოლიცია ცდილობდა დეპუტატ ირაკლი აბესაძის დაკავებასაც, თუმცა საბოლოოდ, აბესაძე აქციაზე დარჩა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებაც. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.

თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...