Washington Examiner – პუტინიზმით დაავადებული ოლიგარქი

0
448

საქართველოში, ათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის ღალატს მათი დემოკრატიის მიმართ.

ხალხი ითხოვს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს მისი დანაპირები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, რომელიც მან არ შეასრულა, რაშიც ოლიგარქ ივანიშვილს სდებენ ბრალს. ოლიგარქი, რომელიც შეპყრობილია პუტინიზმით და რომელიც აფუჭებს ურთიერთობებს დასავლეთთან.

ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა დარჩეს უმოქმედო დამკვირვებლად ამ დესტაბილიზაციის პირობებში, რადგან საქართველოს საფრთხე ემუქრება, როგორც რუსეთიდან, ასევე ივანიშვილის სიბოროტის გამო, ამიტომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა.

ქართველები არიან ამერიკის მხარდამჭერები, ამიტომ ივანიშვილი ვერ გაუძლებს ამერიკის ზეწოლას. თავის მხრივ, ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მხარი უნდა დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიმე მათგანი უნდა ესტუმროს საქართველოს და მხარი დაუჭიროს ძლიერ დემოკრატიას საქართველოში. ასევე, უნდა იმოქმედოს ამერიკის საელჩომ და ცხადად აუხსნას “ქართულ ოცნებას”, რომ ამერიკის სამხედრო, ეკონომიკური და სავაჭრო მხარდაჭერა დამოკიდებულია სწრაფ საარჩევნო რეფორმაზე. საელჩომ ასევე უნდა გააფრთხილოს ივანიშვილი მისი ანგარიშების სანქცირებით მისი კლანური მმართველობის გამო.

ავტორი: ლევან თორია

https://www.washingtonexaminer.com/opinion/trump-must-help-georgians-address-their-governments-betrayal

წინა სტატიასაქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდში პედაგოგებთან ისაუბრეს [Video]
შემდეგი სტატია“ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ” – თეა წულუკიანი ბიბლიოთეკაში მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური