მთავარისიახლეებიპოლიტიკაქაღალდის თვითმფრინავები საავიაციო პოლიციის პირისპირ - ,,ჩვენ არჩევნების გერმანული მოდელი შევთავაზეთ,...

ქაღალდის თვითმფრინავები საავიაციო პოლიციის პირისპირ – ,,ჩვენ არჩევნების გერმანული მოდელი შევთავაზეთ, მაგრამ ამის ნაცვლად აქ ბერლინის კედელი აგვიგეს”

Published on

დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ თუ იმუშავებს პარალმენტი ან მაშინ, როცა იმუშავებს,- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში იგეგმება საყოველთაო მასშტაბური აქცია.

„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, „სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით.

თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ. ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა ამ ამბავში“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 

“თავიანთი თვალის ჩინით გადაიხადეს ვიღაცებმა პროპორციული არჩევნებისთვის და ხელისუფლებამ უკან წაიღო დაპირება, რადგან მიდის სრული პუტინიზაცია. ჩვენ გერმანული მოდელიც შევთავაზეთ, მაგრამ ამის ნაცვლას, ბერლინის კედელი აგვიგეს აქ. არ ვითხოვთ რაიმე შეუძლებელს, ვითხოვთ, რომ ტოტალური ძალაუფლება არ ჰქონდეს არცერთ ხელისუფალს არც ამჟამინდელს, არც ყოფილს, არც მომავალს” – აღნიშნა დიღმელაშვილმა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებას გამოყვანილი ჰყავს საავიაციო პოლიცია, რადგან როგორც ის ამბობს მათ აღარ ჰყოფნით პოლიციის რესურსი. 

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...