მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

პარლამენტთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

Published on

საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიზე. რკინის ჯებირებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე. პარლამენტის სხვა მისასვლელებთან კი სამართალდამცველები დგანან. დილიდან აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ შენობის პიკეტირება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებების მიუხედავად პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.

“გეგმაში გვქონდა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მივსულიყავით პარლამენტთან და მშვიდობიანი პიკეტირება ჩაგვეტარებინა პარლამენტის შენობასთან. მთელი უბანი არის პარალიზებული პოლიციის მიერ და გადაკეტილია ყველაფერი. ხალხი სამსახურში ვერ წავა, რადგან მიმდებარე ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. პიკეტირებასაც გავაგრძელებთ და  ქართული ოცნების დეპუტატებს დისკომფორტსაც შევუქმნით. სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის მომავალი,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...