მთავარისიახლეებიპოლიტიკაკალაძემ და გახარიამ კომპლიმენტები გაცვალეს, რამაც ბოლოს პრემიერსაც და მერსაც გასაქცევად გაუხადა...

კალაძემ და გახარიამ კომპლიმენტები გაცვალეს, რამაც ბოლოს პრემიერსაც და მერსაც გასაქცევად გაუხადა საქმე

Published on

ბატონ გიორგი გახარიას, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისელების სახელით, იმისთვის, რომ თბილისის ბიუჯეტი, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი. – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას, რომელიც მოპიკეტირე ახალგაზრდების ხმაურიანი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ბოლოს პრემიერსაც და მერსაც გასაქცევად გაუხადა საქმე.

იმისთვის, რომ ქალაქში განახორციელო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, საჭიროა ბიუჯეტი. მადლობა ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 მილიონით მეტ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ. 2020 წლის თბლისის ბიუჯეტი მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, პროექტების განხორციელებაში ჩვენ მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ,

თავის მხრივ გიორგი გახარიამ დედაქალაქის მერის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. რომ ,,კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან”.

,,მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ,რომ იგი სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო. – განაცხადა გახარიამ.

რა ვნახეთ ჩვენ? ანგარიში არა ხალხის, არამედ პოლიციის გარემოცვაში და ახალგაზრდების რისხვას გაქცეული მერი და პრემიერი.

მოძრაობა ”შეცვალეს” აქტივისტები აქციაზე ბიძინა ივანიშვილის აბრეშუმის ფაბრიკასთან მა, სადაც კახი კალაძე ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებდა, განაცხადეს, რომ ადგილზე მივინენ იმიტომ, რომ გახარიასთვის და კალაძისთვის დისკომფორტი შეექმნათ. მოძრაობის წევრებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.
”ეს არის საჩუქარი, სახანძროს მანქანა, ამით ითამაშოს და დაანებოს თავი ხალხის ნერვებზე თამაშს. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ”ოცნების” მასხარები შეეცდებიან, რომ საზოგადოება შეიყვანონს შეცდომაში” – აცხადებს ”შეცვალეს” აქტივისტი, ნიკა ნოზაძე.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...