მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალგაზრდა ფიზიკოსი სალომე უროტაძე შესაძლოა ნობელის პრემიაზე წარადგინონ

ახალგაზრდა ფიზიკოსი სალომე უროტაძე შესაძლოა ნობელის პრემიაზე წარადგინონ

Published on

ქართველი ახალგაზრდა, სალომე უროტაძე, რომელიც SpaceX-თან 2019-წლიდან თანამშრომლობს, ფიზიკის მიმართულებით შექმნილი საკუთარი ნამუშევრით, შესაძლოა ნობელის პრემიაზე წარადგინონ — ამის შესახებ ინფორმაციას Marketer ავრცელებს. ხატია თორდუასთან ვრცელ ინტერვიუში სალომემ საკუთარ კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა.

20 წლის AI დეველოპერს, რომელიც უკვე Microsoft-ში მუშაობს და SpaceX-ის გარდა Neuralink-თანაც თანამშრომლობს, დრო ფიზიკის თეორიების დასაწერადაც რჩება.

“მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად აქტიურად ვარ AI-ზე გადართული, ფიზიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიის წერა დავასრულე, რითიც ნობელის კომიტეტი დაინტერესდა. მიმიწვიეს და სავარაუდოდ, მალე უფრო გრანდიოზულ ამბებსაც გაგაგებინებთ”, — ამბობს სალომე Marketer-თან ინტერვიუში.

ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო პრემიაა, რომელსაც სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებს გადასცემენ ხოლმე.

სალომე კი სულაც არ ამაყობს ამით, თუმცა აღნიშნავს, რომ მეშვიდე კლასიდან სკოლაში არ უვლია, რადგან ეს დროის კარგვად მიაჩნდა. ყოველ წლის ბოლოს კი ექსტერნებს აბარებდა, რათა თავისუფალი დრო საკუთარი თავის განვითარებისთვის დაეთმო

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...