მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეწყალების ახალი წესები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიმუშავა ... იმედია, ადმინისტრაციაში და არა...

შეწყალების ახალი წესები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შეიმუშავა … იმედია, ადმინისტრაციაში და არა სალობიე ,,ბიაში”

Published on

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით,პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესები საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება.

“გამაღიზიანებელი გადაცდომა დამაზიანებელი იქნება საზოგადოებაში საერთო კონსენსუსის თვალსაზრისით. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა. პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც არ ექნება გავლილი წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან, რომელთაც კომპეტენტური აზრი აქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულდა. ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...