,,სააკაშვილი აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა” – კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრაზე

0
420

უბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად ისაუბრა კიევში მიხეილ სააკაშვილთან თავის სტუმრობაზე და მათი ურთიერთობების ახალ საფუძვლებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი” აქვეყნებს

..ჩემი და მიხეილ სააკაშვილის  შეხვედრა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენ საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

“ორმხრივი სურვილი იყო  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის. არა მარტო ჩემი. ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ. მიხეილ ხსააკაშვილი, მოგვწონს თუ არა, ის ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ის ნარატივი, რომელსაც 7 წელია ნერგავს  ბიძინა ივანიშვილი რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, “ნაცები” თუ მობრუნდნენ, მეორედ მოსვლა დაიწყება და საქართველოს დაესხმება ყველა მეზობელი, ეს ამაზრზენი და ამორალურიცაა”, – განაცხადა სანიკიძემ.

მისი აზრით,მიხეილ სააკაშვილი  და მისი თვისებები, დღესდღეობით, საქართველოს სჭირდება.

“თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მეტიც, ხელსაც შევუწყობ”, – აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია მათი შეხვედრა რატომ იყო მოულოდნელი, როცა ტელეეთერით დააანონსა.

კითხვაზე, რა აძლევთ იმის იმედს, რომ სააკაშვილი არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რასაც თავად აქტიურად აკრიტიკებდა, სანიკიძემ განაცხადა:

“შეხვედრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესისთვის, მზად არის იპოვოს თავისი თავი ოპოზიციურ ფრონტში და მზად არის ძალიან ბევრი კომპრომისისთვის”, – აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, თვითონ და  მიხეილ სააკაშვილი “საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ”.

კითხვაზე, აპატია თუ არა  მიხეილ სააკაშვილს ძველი წყენები და შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც აპატიოს წყენა, მან თქვა, რომ “არც ბიძინა ივანიშვილი  და არც მიხეილ სააკაშვილი მისი პირადი მტრები არ არიან”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე “ჩვენ გვახსოვს, რომ   მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ როგორც ჯალათს, ისე აგენტს, სანიკიძემ ხუმრობით აღნიშნა: “აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა”.

ამასთან, ჟურნალისტის კითვაზე, რომ მას კრიტიკული დამოკიდებილება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის  მიმართ და ახლა რას ფიქრობდა, სანიკიძემ განაცხადა, რომ კრიტიკას ისიც არ აკლებდა.

“კრიტიკას ისიც არ მაკლებდა, თავგასიებულს მეძახდა ხოლმე”, – აღნიშნა სანიკიძემ.

“ბიძინას ჩემთვის პირადად არაფერი დაუშავებია, მაგრამ სჯობდა, ჩემთვის დაეშავებინა და არა ქვეყნისთვის”, – აღნიშნა სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა   მიხეილ ხსააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ – საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

წინა სტატია,,დღემდე არცერთი ჟურნალისტი არ არის ცნობილი დაზარალებულად” – საიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატიაპანკისში ჰესების მძშენებლობასთან დაკავშირებით სისხლიანი გარჩევა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური