მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან და რამეს ითხოვენ“ - ბიძინა ივანიშვილი

„ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან და რამეს ითხოვენ“ – ბიძინა ივანიშვილი

Published on

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს უფლება სამართლიანობაზე ილაპარაკოს.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მიიღო ევროპული კონსტიტუცია, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერდა. ივანიშვილის თქმით, გუნდი განიცდის პროპორციული სისტემის ჩავარდნას, მაგრამ მისი თქმით „ზოგი ჭირი მარგებელია და აქედან დასკვნები უნდა გავაკეთოთ და განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება“.

„ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან და რამეს ითხოვენ, რა უფლებით ითხოვენ. თქვენთან იჯდა ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, გვარს და სახელს არ ვიტყვი… კოალიციაში რომ იყო ჩემთან ქონდა საუბარი, მაშინ არც დაუწყია პროცედურა, დაეწყო, ვინ უშლიდა. ერთ კაცზე მორგებული კონსიტუტციის ნაცვლად როგორი კონსტიტუცია მივიღეთ ნახეტ, მივიღეთ ევროპული, და იქ რომ არიან შეკრებილი, მაშინ ბოიკოტი გამოუცხადეს. დღესაც დგანან ბოიკოტითვის. სამართლიანი არჩევნები გვინდაო, ამდენ ხანს, სანამ ჩვენ მოვიდოდიტ და საკუთარი ხმებით მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ასე მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და შევცვალეთ ის, რასაც პოლიტიკური სპექტრი ათწლეულობით ითხოვს, დავაკმაყოფლეთ მოთხოვნა. სისტემას რომ აკრიტიკებენ, ჩვენ შემთხვევაში სწორია პროპორციული რომ საზოგადოებაში რომ არის განცდა და დაჟინებით ითხოვენ, რა თქმა უნდა განვიცდი და გუნდსიც განიცდიან, ჩვენ არ დავარღვევთ სიტყვას და არჩევნები შეგვიძლია 60% თავისულად მივიღოთ. კოალიციაც შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ. სამართლიანი კითხვაა, ვისთან უნდა გააკეთო კოალიცია? ძალიან მიყვარს გამონათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელია, აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...