მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 64% ნეგატიურად აფასებს - "ედისონ რისერჩის" ახალი...

ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 64% ნეგატიურად აფასებს – “ედისონ რისერჩის” ახალი კვლევა

Published on

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 64% ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ნეგატიურად აფასებს.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 18-დან 24 წლამდე გამოკითხულების 70% აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერის როლს ნეგატიურად.

კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

გამოკითხულთა 67% აცხადებდა, რომ ნამდვილად მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 23%-ის თქმით, მაღალი ალბათობით, მაგრამ არა დანამდვილებით, მივიდოდა საარჩევნო ყუთთან.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...