მთავარისიახლეებიპოლიტიკასალობიე ,,ბიას'' მფლობელი გიორგი იოსავა აქციის მონაწილეებს სრულ სოლიდარობას უცხადებს

სალობიე ,,ბიას” მფლობელი გიორგი იოსავა აქციის მონაწილეებს სრულ სოლიდარობას უცხადებს

Published on

.

“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიეს ესტუმრა სალომე “ბუა”. სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს” – წერს სალობიე ,,ბიას” მფლობელ გიორგი იოსავა Facebook-ზე.

პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, „ბიას“  შეფ-მზარეული და მფლობელი ამბობს, რომ როცა ათასობით ადამიანი აქციაზე პოლიტიკურ მოვლენებს აკრიტიკებს, პრეზიდენტის ადგილი რესტორანში არ არის.

მისი თქმით, „სალობიე „ბიაში“ საქართველოს პრეზიდენტი პირველად იმყოფებოდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის.

“. ჩვენ არ გვაქვს ე.წ.ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია“ აწერია. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას ეთანხმება. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ადგილზე, სხვანაირად დავარეგულირებდი ამ ყველაფერს“ – ამბობს გიორგი იოსავა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი იოსავა სოხუმელია, დევნილი აფხაზეთიდან.

პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვახშმობდა. მას   რესტორნის დატოვება  ხმაურის ფონზე გაძლიერებული დაცვისა და პოლიციის თანხლებით მოუხდა, რადგან იქ მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტიდან გადაინაცვლა და რესტორანში შესვლას ცდილობდნენ. პრეზიდენტს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ჯონჯოლი მიუტანეს

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. “მონა, მონა” – ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.

სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა. პრეზიდენტის გასაყვანად მისულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი სალობიეში თავის ბიძაშვილთან ელენ კრონერ დანკოსთან ერთად ვახშმობდა, შეგახსენებთ ,,სოვეტოლოგთა დედოფლად” წოდებული დანკო პუტინთან დაახლოებული პირი და ლობისტია. კანონზომიდერია, რომ არ შეარგეს ქართული ლობიო

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....