მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლისას მთავარი არხის ჟურნალისტი, ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლისას მთავარი არხის ჟურნალისტი, ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა

Published on

პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლისას მთავარი არხის ჟურნალისტი, ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა.

ვასილ დაბრუნდაშვილი მთავარი არხის ეთერში იხსენებს და ყვება, რომ აქციის დაშლისას დაეცა, რის შედეგადაც ხელი დაუზიანდა.

მთავარი არხის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილეს, ზაზა ლიპარტია სახის ძვლის მოტეხილობებითაა საავადმყოფოში გადაყვანილი და მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილემ მოტეხილობები წყლის ჭავლის გაშვების შედეგად მიიღო.

ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. ხოლო, აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....