მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ოქრუაშვილი: ივანიშვილის მსხვერპლია მთელი ქვეყანა, მისი ყველა სფერო, ტერორშია თავისუფალი სიტყვა,...

ზაზა ოქრუაშვილი: ივანიშვილის მსხვერპლია მთელი ქვეყანა, მისი ყველა სფერო, ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ტერორშია ბიზნესი, ტერორშია სამართალი

Published on

ზაზა ოქრუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს !

კვლავ მიდის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ართმევს ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატონ განსხვავებული აზრი!

არ გაეგებათ, რომ ყველა ძალადობრივი რეჟიმი თავის არსებობას ამთავრებს კრახით.

ივანიშვილის რეჟიმის მოხელეთა მსხვერპლია მთელი ქვეყანა, მისი ყველა სფერო, ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ტერორშია ბიზნესი, ტერორშია სამართალი.

სჯობს ახლა მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება ივანიშვილის ხელისუფლებამ და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება.

ქვეყანა მხოლოდ კანონიერი და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს.

სიმართლის და თავისუფალი საქართველოს გამარჯვება ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენზე კი დამოკიდებულია ქვეყნისთვის სასიკეთო, დროული შედეგი, დრო ხომ ყველასთვის ყველაზე ძვირფასია. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს” – აღნიშნულია ოქრუაშვილის განცხადებაში.

სიახლეები

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...

შსს-მ უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში...