მთავარისიახლეებისამართალიუკავშირდება თუ არა დავით ქაცარავა0ს მიერ დღეს დაანონსებული განცხადება მოდულის შენობასთან მისი...

უკავშირდება თუ არა დავით ქაცარავა0ს მიერ დღეს დაანონსებული განცხადება მოდულის შენობასთან მისი თანამებრძოლის ლაშა ჭიღლაძის მიერ პოლიციისადმი პროტესტის ნიშნად თავის დაწვის მცდელობას

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრმა ლაშა ჭიღლაძემ გვიან ღამით საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქციის მიმდინარეობისას ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა, მას ამის საშუალება მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ არ მისცა. სავარაუდოდ, დავით ქაცარავას მიერ დღეს დაანონსებული განცხადება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება

ორგანიზაციის წევრებმა ლაშა ჭიღლაძეს საწვავის ბოთლი წაართვეს და ჯიბიდან სანთებელის ამოღების საშუალება არ მისცეს.ამის შემდეგ საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ და ლაშა ჭიღლაძე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, განარიდეს რა აქციის ტერიტორიას.


როგორც გაირკვა, ლაშა ჭიღლაძე თავის დაწვას პროტესტის ნიშნად აპირებდა, რადგან, მისი ინფორმაციით, პოლიცია იარაღის ჩადებას და დაკავებას უპირებს.


ლაშა ჭიღლაძე, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მდებარე სახლიდან ორგანიზაციის ყველა წევრზე გვიან გამოვიდა და რომელსაც იქ ყოფნის დროს პოლიციელებმა დენი ჩაუჭრეს, მასზე ზეწოლასა და მუქარაში ქურთის პოლიციის უფროსს თემურ ჟუჟნიაშვილს ადანაშაულებს. აუტოდაფეს მცდელობამდე ლაშა ჭიღლაძემ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ პირადად ჟუჟნიაშვილი მას ემუქრებოდა იარაღის ჩადებითა და დაკავებით.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ლაშა ჭიღლაძე ატოცის ბაზაზე დენის გარეშე დარჩა და ცეცხლის დანთებასაც ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა, ფილტვების ანთებით თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში მოხვდა, სადაც რამდენიმე დღეს მკურნალობდა.

ამჟამად ლაშა ჭიღლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...

შსს-მ უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში...