მთავარიUncategorizedსახალხო დამცველის განცხადება: აქციაზე დაკავებულთა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხდება,...

სახალხო დამცველის განცხადება: აქციაზე დაკავებულთა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხდება, რადგან 37 დაკავებულის საქმეს მხოლოდ ერთი მოსამართლე განიხილავს

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ აქციაზე დაკავებულთა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხდება, რადგან 37 დაკავებულის საქმეს მხოლოდ ერთი მოსამართლე განიხილავს.

“2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით.

19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...