მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოქმედებაა, რა ვითარებაა, ჩიტმა გაიცინა? არა, სერგო რატიანმა, ამასთან უმისამართოდ

რა მოქმედებაა, რა ვითარებაა, ჩიტმა გაიცინა? არა, სერგო რატიანმა, ამასთან უმისამართოდ

Published on

8 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესიდან “ევროპული საქართველოს”წევრი  სერგო რატიანი გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.

სერგო რატიანის გაძევების მიზეზი მოსამართლის განმარტებით, წესრიგის დარღვევა, კერძოდ კი, სიცილი გახდა.

“უმისამართოდ ვიღიმებოდი თან”, – განაცხადა რატიანმა დარბაზიდან გასვლისას.

ამასთან, სასამართლო პროცესზე დაკავებულების ადვოკატს გოგა ონიანს დასწრების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან მას სხდომაზე მისვლა დააგვიანდა.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ დაკავებულების სასამართლო პროცესზე მცირე ხმაური იყო. სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის მისამართით თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილის  მონაა”, რის გამოც მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. ამ რეპლიკას დარბაზში ტაში მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ კიდევ რამდენიმე დამსწრეს დარბაზი დაატოვებინა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...