მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ქაცარავამ მოდულის შენობის წინ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება გეგმავს მისი და...

დავით ქაცარავამ მოდულის შენობის წინ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება გეგმავს მისი და ორგანიზაციის სხვა წევრებისათვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას და დაკავებას

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა საგანგებო განცხადებას ე.წ. მოდულის შენობის წინ აკეთებს და აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მისი და ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავება იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით.

“ყველამ კარგად იცით, რომ ანტიოკუპაცურმა მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ მოახერხა დაენახვებინა საქართველოს მოსახლეობისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყნის ოკუპაციასთან ბრძოლაში სამოქალაქო აქტივიზმი ყველაზე ეფექტური ძალაა დღევანდელ საქართველოში.

ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მხარდამჭერებმა, უიარაღო ადამიანებმა მოახერხეს გაეჩერებინათ რუსული სამხედრო მანქანა ატოცში, ღია მინდორში, 11 თვის განმავლობაში იცავდნენ ამ მიწას და არ მისცეს ოკუპანტს საშუალება გაეგრძელებინა უკანონო ბორდერიზაცია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს საოკუპაციო ხაზი გადის თბილისში!

აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგე იყო რუსი ოკუპანტი, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე გახდა რუსი ოკუპანტის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლება.

გუშინ ღამე სანდო წყაროებმა გვაცნობეს, რომ სხვებთან ერთად იგეგმება ჩემი, დავით ქაცარავას და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავება იარაღის ან ნარკოტიკის ჩადების ბრალდებით. დავალება გაცემულია შესასრულებლად უახლოეს დღეებში, ცინიკური ფორმულირებით „ახალ წლამდე მოაშორეთ“. მუქარა განხორციელდა ასევე ჩემი ოჯახის მიმართ.

ვაცხადებ, რომ არ გამაჩნია და არ ვატარებ იარაღს, არ ვეწევი თამბაქოსაც კი, არ ვსვამ ალკოჰოლს და არ ვეტანები არანაირ თრობის გამომწვევ ნივთიერებას.

ასევე, ჩვენი ორგანიზაციის არც ერთი წევრი არ ფლობს უკანონო იარაღს, არ მოიხმარს ნარკოტიკებს ან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ნივთს(ნივთებს). შესაბამისად, ამ განცხადების შემდეგ, ყველანაირი ბრალდება, მისი არსებობის შემთხვევაში, უნდა იქნას განხილული, როგორც მთავრობის პროვოკაცია.

ამ განცხადებას ვაკეთებ თავის დაზღვევის მიზნით, როგორც ასეთი პროვოკაციის პრევენციას.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩავაყენებთ ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, და მოვითხოვთ მათ რეაგირებას.

და ყველაზე მთავარი – ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას როგორც საოკუპაციო ველზე, ასევე აქ, თბილისში, და ჩვენი ბრძოლის პირველი ამოცანაა ამ ხელისუფლების კონსტიტუციური მეთოდებით შეცვლა”, -განაცხადა დავით ქაცარავამ.

სიახლეები

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...

შსს-მ უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავა

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში...