მთავარისიახლეებისაერთაშორისო პრესა ივანიშვილის წინააღმდეგ

საერთაშორისო პრესა ივანიშვილის წინააღმდეგ

Published on

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო პრესა ეხმიანება და საკმაოდ კრიტიკულად აფასებს აღნიშნულს. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას

France24 – აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ ანტისამთავრობო აქციებს, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება საარჩევნო რეფორმების შესახებ. წლის ყველაზე დიდ პროტესტს თბილისში 20 000 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ ხელისუფლების გადაყენებას და არჩევნების ახალი კანონმდებლობით ჩატარებას.

ოპოზიცია ოლიგარქ ივანიშვილს აბრალებს, რომ ის ქვეყანას მართავს არაფორმალურად.

Euronews – ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 000 ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში მთავრობის წინააღმდეგ.

“ღრმა იმედგაცრუება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის” საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური შესწორების გამო – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის და ამერიკის საელჩოს მიერ

Reuters – პროტესტის მონაწილეები საყვირებით და პლაკატებით ხელში – “ერთად ერთის წინააღმდეგ!”, რაშიც იგულისხმება მმართველი პარტიის ლიდერი, ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც აკრიტიკებენ ქვეყნის არაფორმალური მართვისთვის

Neweurope – 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დაფუძნებულია ტყუილზე და თაღლითობაზე. ივანიშვილმა მოატყუა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა, და რაც მთავარი და სახიფათოა, მოატყუა თავისი მთავრობა და პარტია რეალური პოლიტიკის დამალვით. მან დაავალა თავის მთავრობას, რომ მიყოლოდნენ საჯაროდ გაცხადებულ გეგმებს და პოლიტიკას, მაგრამ სისტემატიურად ძირს უთხრიდა ამ გეგმებს კულისებიდან.

ივანიშვილის ინსტრუქციების კვალდაკვალ, მრავალ ინვესტორს ექმნება ხელოვნური ბარიერები, მათ შორის იმათ, რომლებიც ანაკლიის პორტს აშენებდნენ

Washingtonexaminer – გაიცანით ბიძინა ივანიშვილი – პუტინის წამბაძველი საქართველოდან.

ოლიგარქი ივანიშვილი ეჯიბრება ვლადიმერ პუტინს მის პარტიასთან ერთად. პუტინიზმის ბოლო აქტი ივანიშვილის მხრიდან გამოვლინდა ხუთშაბათს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...