პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ შეკრებილებს ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
ოპოზიცია, ორშაბათს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება. მანამდე კი, ყოველდღიურად უმწვავესი პროტექტის ფონზე ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნება.
“გუშინდელ დღეზე ოლიგარქი მიიღებს უმწვავეს აქციებს, ორშაბათს 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისაკენ და კვლავ მოხდება პარლამენტის პიკეტირება. ჩვენი ქმედებები იქნება კანონიერი და კონსტიტუციური მათგან განსხვავებით, ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს – ოლიგარქია ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ამავდროულად ყოველდღიურად გაიმართება უმწვავესი აქციები, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარემო, რომ ვაიძულოთ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას” – განაცხადა გიორგი გუგავამ.