მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: სახელმწიფომ და პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

გიორგი გახარია: სახელმწიფომ და პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისრმა აქციის დაშლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფომ და პოლციამ მომიტინგეები კანონის სრული დაცვით დაშალა.

გიორგი გახარია პარლამენტის პიკეტირებას არაკანონიერს უწოდებს და პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებს.

“ყველას გახსოვთ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ რაც, რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩების ბლოკირებისკენ, ბარიკადები იყო აღმართული. შემდეგ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა ღამის განმავლობაში. პარლამენტის ფუნქიონირება პირდაპირ დადგა კითხვისნიშნის ქვეშ. მთავარი სახელმწიფო უწყება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, თავს დაესხნან ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. ხაზგასმით ავღნიშნავ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს”- თქვა გახარიამ.

კითხვახზე რატომ გახდა დარბევა აიცილებელი, როცა პარლამენტს შეეძლო გასვლით სხდომა მოეწვია, გახარიამ თქვა, რომ გადაკეტილი ქუჩები დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას.

“ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში ძალიან ბევ ჩვენს მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეგობრებო, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში, გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. ამ ქვეყანაში გამოხატვის უფლება ყველასთვის თავისუფალია და არავინ არასად არ წავა სხდომის მოსაწყობად”- დასძინა გახარიამ.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...