მთავარისიახლეებისამართალი18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე სასამართლო დარბაზიდან 3 პირის...

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე სასამართლო დარბაზიდან 3 პირის გაძევებას ხმაური მოჰყვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე ხმაური იყო. ხმაური დარბაზიდან 3 პირის გაძევებას მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ მათი დარბაზიდან გაყვანა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მანდატურები რობოკოპებივით იქცევიან.

“რობოკოპებად აქციეთ მანდატურები. მინისტრი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ იქცევა მოსამართლე და როგორ იქცევა მანდატური. მანდატური არის ძალიან ზრდილობიანი ქცევის მაგალითი. ჭიდაობას დაიწყებდა ეს გოგო?”,- განაცხადა ერთ-ერთი პირის გაყვანის შემდეგ გიორგი ბარამიძემ.

დარბაზში მყოფი პირებს მოსამართლემ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად ჰიმნი დამსწრე საზოგადოებამაც იმღერა. ჰიმნის შესრულებას ტაში და ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

სიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...