200 000 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა პრაღაში მილიარდერი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ

0
1954

მინიმუმ 200 000 ათასი ადამიანი გამოვიდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მთავრობის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ითხოვენ მთავრობის მეთაურის ანდრეი ბაბისის გადაყენებას, რომელიც ეჭვმიტანილია ევროკავშირის სუბსიდიების საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებისთვის.

აქცია გაიმართა ხავერდოვანი რევოლუციის 30-ე წლისთავის წინადღეს, რევოლუცია რამაც მაშინ დაასრულა კომუნისტური მმართველობა ჩეხოსლოვაკიაში.

პარასკევის დემონსტრაცია შედგა ლეტნა პარკში, სადაცვე იყო 1989 წლის მასშტაბური აქცია. მრავალი ადამიანი სკანდირებდა “ჩვენ აქ ვართ” – ექო 30 წლის წინანდელი რევოლუციის სლოგანისა.

რაც შეეხება პრემიერ ბაბისს, ის არის მილიარდერი და ფლობს “აგროფერტს”, რომელიც არის კონგლომეტარული ჰოლდინგური კომპანია ჩეხეთში. ხალხი სწორედ მის ბიზნესზე აპელირებს, რომელსაც, მათი აზრით, ბაბისი სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ზრდის და ამიტომ ითხოვენ მის გადაყენებას. დემონსტრანტები ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადაყენებასაც ითხოვენ.

“ბრძოლა დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არასდროს სრულდება” – აცხადებენ დემონსტრანტები

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-50446661

წინა სტატიაძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში! საქართველოში უნდა გათენდეს- სააკაშვილი
შემდეგი სტატიათბილისში დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გაემგზავრნენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური