მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდით ჩატარებაზე ლოგიკასაა მოკლებული

0
430

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების ე.წ გერმანული მეთოდით ჩატარებაზე ლოგიკასაა მოკლებული. 

“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ამჯერად როგორც იურისტმა, მათ მიერ წამოყენებული იურიდიული ლოგიკა ჰგავდა იმ ოთახში კედლებთან შეჯახებას, სადაც ყველაფერი ნათელია და ყველაფერი კარგად ჩანს. გამოდის, რომ ამდენი ხანი შეგვეძლო გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და ეს არ გვცოდნია”,-თქვა მამუკა მდინარაძემ. 

გერმანულ მოდელი შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ. ამ მოდელის მიხედვით, პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

წინა სტატიაღამე პარლამენტთან – ფოტორეპორტაჟი
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა- ირაკლი ოქრუაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური