მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს

Published on

მოქალაქეებმა, რომლებიც გუშინ 14 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბნენ, ღამე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები, აქტივისტებმა გასათბობად ღამით ცეცხლი დაანთეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დაშლას არ აპირებენ. ისინი 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან ყოფნას გეგმავენ და ამბობენ, რომ გზას არ გახსნიან.

რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება ქართული ოცნების მიერ გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ოპოზიციური ფლანგი და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” მთავარ მოთხოვნაზე – ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ. 

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. თემები:

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...