მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროეტი ჩააგდო - ივანიშვილი უკანასკნელ ტანგოს იცეკვებს

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროეტი ჩააგდო – ივანიშვილი უკანასკნელ ტანგოს იცეკვებს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

“შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით.

ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა” – თქვა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, თალაკვაძე ამბობს, “მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ხელი დაიბანა: იმ ადამიანებს, ვისაც ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაპირდა ვეტყვი, რომ ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ეს დანაპირები ვერ განახორციელა. განაცხადა მან ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ.

აღშფოთებული ოპოზიცია ამბობს ,,ივანიშვილი მიიღებს პასუხს ამ მორიგ, მაგრამ ერთერთ უმნიშვლოვანეს ტყუილზე – როგორც რომან გოცირიძე ამბობს ეს იქნება მისი უკანასკნელი ტანგო, დღეს კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ რომან გოცირიძემ  უმრავლესობის წევრებს ფურცლები მიაყარა

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...