მთავარისიახლეებიპოლიტიკაროსტომ მეფის სასახლეში თათბირიდან - თავისუფალ კენჭისყრამდე პარლამენტში. საით მიყავს ამ...

როსტომ მეფის სასახლეში თათბირიდან – თავისუფალ კენჭისყრამდე პარლამენტში. საით მიყავს ამ გზას ოლიგარქი?

Published on

პარლამენტში დეპუტატები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თავისუფალი კენჭისყრის შაშუალებით მისცემენ ხმას. როგორც ჩანს, მათთვის არასახარბიელო სიტუაუაციიდან მხოლოდ ეს გამოსავალი ნახეს გუშინ ოლიგარქის მიერ როსტომ მეფის სასახლეში დაბარებულმა დეპუტატებმა ართული ოცნებიდან

საპარლამენტო უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

“ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს მმართველი გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რადიკალურად საწინააღმდეგო მოსაზრებისაა ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ ამით ,,ამბოხებული” მაჟორიტარები და მათ უკან მდგარი ოლიგარქი და პარტია კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან

,,ხომ გაგიგონიათ „უკანასკნელი ტანგო პარიზში”, ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მან მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხს „უჩინართა ამბოხი” უწოდა.   რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე” სანატრელი გაუხდებათ.

„ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო “უჩინართა ბუნტი”. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ივანიშვილი 7 საათი კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ივანიშვილს, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყანა? თურმე წარუმატებლად დამთავრდა ფეხბურთელ ყაველაშვილთან მისი კონსულტაციები, სისულელეა ეს. ის ახლა აკვირდება საზოგადოების განწყობას და დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.  ამ წუთას ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი ორი სცენარიდან: წავიდეს ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ის დღესაც ატყუებს ხალხს და ამ ტყუილის შემდეგ მისი ხელისუფლება იქნება დამთავრებული. „გავრილოვის ღამე“ სანატრელი გაუხდებათ, ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს აქ, ამ დარბაზში. გინდა მუქარა უწოდეთ, გინდა გაფრთხილება. მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით,”- განაცხადა  რომან გოცირიძემ

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...