მთავარისიახლეებიპოლიტიკარამზან კადიროვი: ,,საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია - ეს...

რამზან კადიროვი: ,,საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია – ეს დროის საკითხია“

Published on

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კადიროვმა „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა, ეს ორ ქვეყანას შორის უმოკლესი გზა იქნება, რომლის გავლითაც ჯერ თურქეთში და შემდეგ ევროპაში იქნება შესაძლებელი წასვლა.

„მე მეკითხებიან ამ გზის მშენებლობაზე, ეს დროის საკითხია. ამ გზის მშენებლობა საქართველოს, რუსეთის და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ინტერესშია. იტუმ-კალედან საზღვრამდე 40 წუთის სავალი გზაა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია“,- განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა. 2018 წელს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წელს კი კადიროვმა განაცხადა, რომ არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...