მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, რითვისაც მას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს

ნიკა მელია: ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, რითვისაც მას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს

Published on

ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, რითვისაც მას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს. ასე ეხმაურება ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავლის კანონპროექტის ჩაგდებას.

“დავინახეთ რომ ის სამი დეუტატი, რომლის ხმა ჭირდებოდა პროექტის გასცლას, დარბაზში არიან მაგრამ, მწვანე ღილაკს ხელი არ დააჭირეს. კიდევ სამმა ქართული ოცნებიდან ხმა წინააღმდგ მისცა

ბიძინა ივანიშვილმა მთელ საზოგადოებას გააწნა სილა, მათ უწოდა ახლა არარაობა, ამას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს და კონსულტაციებს აუცილებლად გავმართავთ, მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი და ეს არ უნდა იყოს დროში გაწელილი, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და საზოგადოება, რომელიც მართალი პოზიციით არის როგორ შეიძლება ამას შეეგუოს?

დავთმოთ, რომ ამ ადამიანის არის თბილისი, საქართველო და რასაც უნდა აკეთებს და ნამდვილი ფეოდალია? საპროტესტო აქციების გარდა სხვა რა გამოსავალია? – მე ჩემი გეგმა მაქვს, რომელსაც გავაცნობ და დარწმუნებული ვარ მოსაწონი იქნება მათთვისაც, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა მწარედ უნდა ინანოს, აქ არის საჭირო ზუსტად ყველა ერთის წინააღმდეგ” – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...