,,ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ქუდზე კაცი-პარლამენტთან!” – მოძრაობა „სირცხვილია“ ფართომასშტაბიან აქციას იწყებს

0
764

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ისინი მოახდენენ ცენტრალური გამოსასვლელის ბლოკირებას და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.

“ქვეყანას გვართმევენ . ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის, ერის,რომელსაც ისტორია თავის სახელს დაარქმევს, მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოცხადებულ პირდაპირ ომზე მიიღებს პასუხს. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთა, ეხლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ქუდზე კაცი-პარლამენტთან“- აცხადებს მაქარაშვილი.

სხავათა შორის, დღეს ქალაქის მერმა “სირცხვილიას” მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. კადრის გადაღება ტელეკომპანია “ფორმულამ” მოახერხა. 

პროპორციულ სისტემაზე გასვლასთან დაკავშირებული კენჭისყრის პარალელურად, აქციის მონაწილეები პარლამენტთან მესამე დღეა აქციებს მართავენ, კენჭისყრის შემდეგ კალაძის შუათითი ახალგაზრდებმა კიდევ აღიქვეს როგორც დასტური იმისა, რომ ივანიშვილის გუნდი ჯიბრში ჩაუდგა მოქალაქეებს, ნაგრა ვის კისერი მოტყდება, ვის შუათითი და ვის ჩაუტყდება სავარძელი, დრო გვიჩვენებს

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს – „როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა, ამიერიდან ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია [Video]
შემდეგი სტატიანიკა მელია: ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, რითვისაც მას ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური