“სირცხვილიას” საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს განახლდება

0
518

მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტთან დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

აქციის მონაწილეები პლენალურ სხდომაზე უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებენ იმის თაობაზე, რომ მოცემულ სიტუაციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

„სირცხვილიას“ წევრები ეჭვობენ, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.

აღნიშნულის საპროტესტოდ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა.

წინა სტატია“არ გაბედო კანონის ჩაგდება”- პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიასაქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს – სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური