საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს – სააკაშვილი

0
403

საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, საქართველის აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განტკიცება, არამხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევად, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი.

თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, თუ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესებში იმოქმედა, ესეც მოჰყვება, ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, ზოგადად მორწმუნე ადამიანების გაქილიკება და აბუჩად აგდება, ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პროორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში.

წინა სტატია“სირცხვილიას” საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს განახლდება
შემდეგი სტატია“მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი ”- სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური