მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე...

“მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი ”- სააკაშვილი

Published on

“

კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას.

არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში. მოდი და ნურავის ნუ ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავის შეხედულება… 

რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის სრულიად ინსპირირებული, მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა? საკმაოდ ნიჭიერი თუ თუნდაც უნიჭო ფილმების გარჩევა? საქართველოში რა გეფილმებათ, მეგობრებო? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში.

ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, რა პრობლემაა. ჯერ ერთი მშვენივრად უკეთებენ რეკლამას ფილმს, ამ ფილმზე გაიგებდა 3%, ახლა ამაზე გაიგო 90%-მა, მშვენიერი რეკლამა გაუკეთეს, თავის თავსაც გაუკეთეს რეკლამა, ამ ფილმსაც გაუკეთეს რეკლამა და რაც მთავარია, მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...