მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობას იბარებს

ივანიშვილი ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობას იბარებს

Published on

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როსტომ მეფის სასახლეში დეპუტატები 10:00 საათზე მივლენ. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც ჟურნალისტებს გუშინ მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

“მესმის ჩემი კოლეგების, კითხვებს სვამენ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება თითქოს მოწოდებულია, რომ ზეწოლის ქვეშ გავაკეთეთ და ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ისმის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. ამან გამოიწვია გარკვეული კითხვები ჩვენს კოლეგებში, რადგან ისინი თვლიან, რომ რეგიონალური წარმომადგენლობის გარეშე შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული სიტუაცია. დიდი იმედი მაქვს , რომ უმრავლესობის სხდომაზეც იგივეს მივაღწევთ და მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას”, – განაცხადა ზოიძემ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...