ირაკლი კობახიძის არითმეტიკა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების იობის მოთმინება

0
536

2018 წელს თქვენ ქართულმა საზოგადოებამ გამოგაცხადათ, რომ ხართ ბოროტება, – ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

„2018 წელს მინიმუმ 1 150 000 ადამიანმა საქართველოში დააფიქსირა, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, შესაბამისად, თქვენ საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რა მათემატიკური კანონებით სარგებლობს კობახიძე ამ ციფრების გამოყვანაში გაუგებარი რჩება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იობის მოთმინებით პასუხობენ მის და მისი თანაგუნდელების გამოხდომებს, რადგან, მათი თქმით, სასწორზე დევს პროპორციული საარჩევნო სისტემის ბედი.

,,ჯობია, დროულად მიიღონ კანონი და ზედმეტ თამაშს თავი დაანებონ, რადგან უბრალოდ სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევნების პროპორციული სისტემის წესზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, “ქართულ ოცნებას” “ბინძური თამაშის უფლება არ ჰქონდეს“.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინო ყველა ოპოზიციური პარტიის აზრი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ამ პოზიციაში, რადგან ესაა ხალხის მოთხოვნა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ “ქართულ ოცნებას”. თუ ამ ხალხის ნების წინააღმდეგ წავა “ქართული ოცნება”, მიიღებს ერთადერთ პასუხს საზოგადოების მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსთაველზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო შეკრებილი და თუ გადავხედავთ გუშინდელ სოციალურ ქსელს, ძალიან ნეგატიური იყო გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან იმ თამაშთან მიმართებით, რასაც “ქართული იცნება” ეწეოდა. მე ვფიქრობ, რომ ისევ თავის თავს იზიანებენ და ჯობია, დროულად მიიღონ კანონი. ზედმეტ თამაშს თავი დაანებონ, რადგან უბრალოდ სამარცხვინოა”,- განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატია„ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭები” – კობახიძე და იგივენი მეორე აქტში ოცნების სპექტაკლისა სახელად ,,პროპორციული საარჩევნო სისტემა”
შემდეგი სტატიატყუილი – არა პირველი, მაგრამ უკანასკნელი. როგორ მოატყუა ივანიშვილმა ელჩები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური