მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის – ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ სახალხო დამცველის ოფისთან “ქართული მარშის” წევრები შეიკრიბნენ. ისინი  სახალხო დამცველისგან ნინო ლომჯარიასგან ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბავშვების მონაწილეობის საკითხის შესწავლას და, როგორც მინიმუმ, მის მოადგილესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. “ქართული მარშის” წევრებთან ერთად, ომბუდსმენის ოფისში მივიდა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაიღეს და მისი შინაარსის შესახებ მშობლებს არაფერი შეატყობინეს.

შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა. საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია თავად ბრეგაძეს დაატოვებინა.

“მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს აფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე” – განაცხადა ბრეგაძემ.

ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძესთან მათ შეხვედრა შეთანხმებული ჰქონდათ. მისივე თქმით, მათ სახალხო დამცველის განცხადებაზე უნდა ესაუბრათ, რომელიც 8 ნოემბრის მოვლენებში რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მათ არ იცოდნენ, რომ შეხვედრაზე არასრულწლოვნის მამაც აპირებდა მისვლას.

“მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია, მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატით და ამ რეჟიმში, ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...