რა მიზეზით არ უგებს წესს მართლმადიდებელი ეკლესია ,,გირჩის” წევრს

0
539

24 წლის შაკო ბარამიძეს, რომელიც 5 ნოემბერს სამტრედიაში ავარიაში დაიღუპა, მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ, “გირჩი” ავრცელებს.

“გირჩია” განცხადებითვე, გარდაცვლილს მღვდელმსახურის მოწმობა უკვე გაუქმებული ჰქონდა, მის ოჯახს კი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად, მათ ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას, “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული.

“წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს.”- აცხადებენ გირჩში.

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს,“ – ამბობს მეუფე საბა “ნეტგაზეთთან”.

წინა სტატიათბილისში შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
შემდეგი სტატიაზურაბ ცხონდიას სევდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური