მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ვექილობას ითავსებს

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ვექილობას ითავსებს

Published on

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.დაპირისპირება ირაკლი კობახიძის განცხადებას მოყვა, რომელმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მთელი ოპოზიცია ივანიშვილის ე.წ. წყუალტუბოს პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და არადეკვატურ შეფასებებში დაადანაშაულა.

“უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეებს ოპონენტების მხრიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი. ეს არის პროექტი, რომელსაც არათუ არანაირი ხინჯი არ აქვს, არამედ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებას და ითვალისწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი სტანდარტის კურორტად. აქაც კი შეეცადნენ, რომ მოეძებნათ “არგუმენტები” იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება და სიკეთე და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება. ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არიან განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არია ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს სამშობლო და არც ღმერთის არა სწამს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...