მთავარისიახლეებიპოლიტიკავისია მეუფე პეტრე?

ვისია მეუფე პეტრე?

Published on

მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა  ბიძინა ივანიშვილის ხედვებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  სალომე სამადაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა. ამით სამადაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს, რომ მეუფე პეტრე „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია.

„ღიმილის მომგვრელია და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ის, რაც მე გუშინ მოვისმინე მეუფე პეტრესგან, მისი პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა   ბიძინა ივანიშვილის ხედვებს. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს.  ბიძინა ივანიშვილის  როლთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. ასევე იყო გახარიასთან მიმართებაშიც. ასე რომ, თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ   ბიძინა ივანიშვილის და მეუფე პეტრეს შორის,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კერძოდ, გია ვოლსკი აცხადებენ, ,,პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს, – ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს მეუფე პეტრეს განცხადებას, მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში” სტუმრობისას განაცხადა შემდეგი:

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე ჩამოვიდა და პატრიარქს უთხრა, თუ არაგულწრფელია, მის სინდისზე იყოს. პუტინმა მითხრაო, რომ ეს შეცდომა, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება, მედვედევმა დაუშვა, ამას როგორ ვიზამდიო. მინდა დავიჯერო, რომ უკან დასახევი დაიტოვა. ანუ, ჯერ კიდევ რესურსი არსებობდა. მე რუსეთთან ურთიერთობის და დიალოგის მოხრე ვარ და მიმაჩნდა, რომ მარგველაშვილისაგან განსხავვებით, ბურჯანაძე ამას უკეთ მოახერხებდა. თუ ეს მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა, გაიშიფრებოდა. როგორც პოლიტიკოსს მას მეტ ნდობას ვუცხადებდი, ვიდრე მარგველაშვილს.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...