მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალტუბოში 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5...

წყალტუბოში 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია

Published on

წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც “ქართული ოცნების”თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შემდეგ 15 სანატორიუმს შეისყიდის: “სამგურალი; “მეგობრობა”; “გეოლოგი”; “იმერეთი”; “გელათი”; “თბილისი”; “რკინიგზელი”; “აია”; “ფილიალი”; “უშიშროება”; “წყალტუბო”; “მედეა”; “სავანე”; “წყალტუბო”, “სინათლე”.

შეგახსენებთ, რომ ჯამში  ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...