მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილი: ის რაც კინოთეატრ "ამირანთან" ხდებოდა, არ იყო...

თამარ ჩუგოშვილი: ის რაც კინოთეატრ “ამირანთან” ხდებოდა, არ იყო გამოხატვის თავისუფლება

Published on

ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად. ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი. 8 ნოემბერს რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


,,ეს იყო აგრესია, ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი.

ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ვროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში.”

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...