მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო სუხიშვილს გაერო-ს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

ნინო სუხიშვილს გაერო-ს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

Published on

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაერო-ს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის „არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაერო-ს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩის წოდება ჩამოერთვა ჰომოფობიური განცხადებისთვის, მაშ შემდეგ გავრცელდა, რაც ქართულ-შვედური გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინმა განაცხადა, რომ ფილმის გადაღებისას ნინო სუხიშვილი სხვა ცეკვის კომპანიებს დაუკავშირდა და მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა აუკრძალა. ნინო სუხიშვილმა სიცრუე უწოდა აკინის განცხადებას –  სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი“ არ ჰყოლიათ. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი“.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...