მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი იწყება. გამოძიება მელიას 20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დამატებითი შეზღუდვებიც აქვს დაწესებული, მელია საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება არ აქვს, ასევე ეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. 

ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...