მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძარი ავსტრალიის ტყეებში

ხანძარი ავსტრალიის ტყეებში

Published on

ავსტრალიის ორ შტატში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებს “კატასტროფულ” საფრთხეს უქმნის.

დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი. ათასობით პირს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ცეცხლის გავრცელებას ხელს გვალვა და ძლიერი ქარი უწყობს. ორ შტატში ჯამში ხანძრის 120-ზე მეტი კერა გაჩნდა. ქუინსლენდში ხანძარმა 9 შენობა გაანადგურა, ახალ სამხრეთ უელსში კი 970,000 ჰექტარი დაიწვა და 150 შენობა განადგურდა.

ოფიციალური პირების თქმით მიმდინარე კვირაში საფრთხეა მოსალოდნელი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქ სიდნეიშიც. ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს 37 გრადუსს მიაღწევს, რაც ოფიციალური პირების თქმით ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუწყობს და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.

ამჟმად ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში 1,300 მეხანძრეა მობილიზებული. მათ ასობის მოხალისე ეხმარება. ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ავსტრალიაში მეხანძრეები ახალი ზელანდიიდან ჩავიდნენ. პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება არმიაც.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...