კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. უნდა გაუფრთხილდეთ მას

0
514

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.იმის შესახებ, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია და მას უნდა გავუფრთხილდეთ (ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

,,ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს. გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, წყალობა შენი უფალო. უნდა გაუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებული არიან სამშობლოსთვის. გვახასიათებს ერთი რამ – არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენგანი

დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ამბობს, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, არამედ ადამიანი ქმნის ისტორიას, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, უნდა დააფასოთ. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, ​საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყოს ტექნიკაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი

წინა სტატია“ეს არის ქართული ოცნების საბოტაჟი კაკულიას მიმართ – უნდათ საარჩევნოდ ველი მოისუფთაონ”-ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატი [Video]
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: ის რაც კინოთეატრ “ამირანთან” ხდებოდა, არ იყო გამოხატვის თავისუფლება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური