ივანიშვილისა და ვასაძის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა – ისინი რეალურად ერთი ფასეულობების მატარებლები არიან

0
418

ივანიშვილისა და ვასაძის ფარული შეხვედრა – ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცაზე გაუბრაზდა და ამ განცხადებით გადაწყვიტა რაღაც მიენიშნებინა ივანიშვილისთვის.
ოპოზიციციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ივანიშვილისა და ვასაძის ინტერესები ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ემთხვევა და ამიტომ ისინი თანამშრომლობას ამ განცხადების მიუხედავად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

“ისედაც ნათელია, რომ ეს აგრესიული ჯგუფები ამოფარებულები არიან საქართველოს ეკლესიას და ტრადიციებს დასინამდვილეში სხვა ფასეულობების მატარებლები არიან. უნდა განვიხილოთ პატრიოტთა ალიანსთან ერთად. ეს და ამგვარი ტიპის აგრესიული ჯგუფები ივანიშვილის რეჟიმის არაგაომკვეთილ, არაგაცხადებულ გაგრძელებად” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

,,რაზე ლაპარაკობდა ეს ორი ,,ინტელექტუალი””, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის – აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი .

მეორე არის, რომ პრორუსი ამომრჩეველი საქართველოში სასრულია და ეს უნდა გაიყონ და მერე შეაერთონ, ალბათ, არჩევნების მერე, თუ ამას საერთოდ მოახერხებენ. რუსებიც და პრორუსებიც საქართველოში ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად მიიპყრონ ეს პრორუსი ამომრჩეველი, თუნდაც ცალცალკე და შემდეგ ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან კოალიცია. ეს არის ის, რაზეც დღეს შეიძლება, დღეს ვილაპარაკოთ.

შეგახსენებთ, ლევან . ვასაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის “თხოვნითა და წინადადებით” მას ორჯერ შეხვდა.

წინა სტატია2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება.
შემდეგი სტატიახანძარი ავსტრალიის ტყეებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური