წარმატებული მაგალითები და მონაწილეობითი ბიუჯეტირების რეალური შედეგები

0
423

ირაკლი მელაშვილი-ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

როგორ ჩაეყარა საფუძველი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეას?

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი აქტი  სამხრეთ ამერიკაში-ბრაზილიის ქალაქპორტუ ალეგრეში დაფიქსირდა. 1989 წელს მთავრობის  ცვლილების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქი საბიუჯეტო ერთეულებად დაეყო, თითოეული მათგანისთვის გამოეწყო თანხები და მოსახლეობისთვის ეკითხათ თუ რისი გაკეთება სურდათ და რომელი პროექტის განხორციელება იყო მათთვის უფრო პრიორიტეტული. ასე ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო ბიუჯეტს. განსხვავებით, ჩართულობის სხვა ფორმებისგან, აქ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა ადმინისტრაცია ან ბიუროკრატია, არამედ თავად მოსახლეობა კენჭისყრის საშუალებით.

მოძრაობამ ფართო გავრცელება ჰპოვა, როგორც ღარიბ, შედარებით მცირებიუჯეტიან ქალაქებში, ასევე მდიდარ დასახლებებში. მონაწილეობითი ბიუჟეტირების პრინციპი არის არა ის – თუ რამდენი ფული გაქვს, არამედ ის – თუ რამდენად სწორად ნაწილდება ეს თანხები და რამდენად ხმარდება მოსახლეობის ინტერესებს. მცირებიუჯეტიან მუნიციპალიტეტებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მცირე თანხა უნდა განაწილდეს და მოხმარდეს ზუსტად იმ მიზნებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

   გამოცდილება  ბევრია ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც, იგივე პორტო ალეგრეშიც მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. სამხრეთ ამერიკის ქალაქები ცნობილია თავისი კონტრასტებით, პორტო ალეგერმ მონაწილეობით ბიუჯეტირებით დაგეგმვით სწორედ ეს პრობლემა მოაგვარა. ქალაქში 5-6 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა მოწესრიგდა კანალიზაცია, გარე განათება, გაიხსნა მეტი სკოლა და რეკრეაციული ზონა.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარუმატებელი მაგალითები ძირითადად მოსახლეობის ჩართულობის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ევროპის რიგ ქალაქებში ხმის ელექტრონული ფორმით მიცემის გზამ არ გაამართლა, ვინაიდან მოსახლეობა საიტებზე არ შედიოდა. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სწორად ინფორმირებას. სამოქალაქო ბიუჯეტი არ არსებობს არაინფორმირებული მოქალაქის პირობებში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სწორედ მათი ხმა არის გადამწყვეტი. იქ, სადაც საინფორმაციო კამპანიები კარგად არ ჩატარდა, პროექტებიც ძირითადად შეწყდა. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, თუმცა იქ  ამ ხარვეზების გამოსწორების შემდგომ კვლავ აღდგა პროექტი. დღესდღეობით მონაწილეობითი ბიუჯეტირების დაგეგმვა 1500-მდე ქალაქში ხორციელდება. პროექტი განსაკუთრებით პოპულარულია პოსტსაბჭოთა ტრადიციებიდან და ავტორიტარული რეჟიმიდან გამოსული ქვეყნებისთვის, რადგან აქ მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებული პრობლემაა, მაღალია ნიჰილიზმის ხარისხი და ხელისუფლებისადმი უნდობლობა, ამიტომ პოლონეთი, ჩეხეთი უნგრეთი, სლოვაკეთი მონაწილეობითი ბიუჯეტირების კუთხით  წარმატებული ქვეყნების მაგალითია.

 რა მდგომარეობაა საქართველოს მუნიციპალიტეტებში?

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება ზოგან წარმატებით ,ზოგან წარუმატებლად. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე მაგალითები, როდესაც მოქალაქეებმა თავად დაიწყეს საკუთარი ქალაქებისა და სოფლების მოვლა ეს ხდება ქედაში, ოზურგეთში. მუშაობს სოფლის განვითარების პროგრამები ახალგაზრდებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ. ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს. თავიდან თუ აქაც პრობლემა იყო ნიჰილიზმი, ერთი-ორი წარმატებული პროექტის შემდეგ ადამიანებმა დაინახეს, რომ მართლა არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის საკუთარი ძალებით უკეთესობისკენ შეცვლა. ერთ მუნიციპალიტეტში უკვე 28 სოფელს სურს ამ გზით წასვლა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ კარგად იგებს ინოვაციებს, მთავარია სწორად მიწოდება.

წინა სტატიაროგორ ჩავერთოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში- ინტერვიუ კოკა კიღურაძესთან
შემდეგი სტატიაგაინაწილე პასუხისმგებლობა – მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური