BBC რადიკალ ზურაბ მახარაძეზე საუბრობს

0
530

თბილისში მიმდინარეობს პროტესტი პირველი ქართული LGBTQ ფილმის გამო – “შემდეგ კი ვიცეკვეთ”

ლევან აკინის ფილმი გვიყვება ისტორიას, თუ როგორ აღმოაჩენს ფილმის პერსონაჟი მერაბი თავის სექსუალობას, ტრადიციული ქართული ცეკვის მეცადინეობისას

ჟურნალ “ვერაიეთის” ინტერვიუში დაჯილდოვებული ქართულ-შვედური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ მას სურდა ეჩვენებინა: “ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები კონსერვატიულ საზოგადოებაში, ახალი თაობის იმედი, ხელოვნების და ტრადიციის როლი”.

ფილმმა “შემდეგ კი ვიცეკვეთ” უკვე მოიგო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს საერთაშორისო და სარაევოს კინო ფესტივალებზე. ის ასევე ნაჩვენებ იქნა კანის და ლონდონის კინო ფესტივალებზე.

შვედეთმა აღნიშნული ფილმში შეარჩია “ოსკარზე” წარსადგენად.

მიუხედავად ამისა, ფილმმა გამოიწვია კამათი, როგორც მრევლში, ისე კონსერვატიულ ჯგუფებში.

ლევან აკინმა დაგმო რადიკალთა ჯგუფები და მოუწოდა საზოგადოებას, ბნელი ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ქართულმა ორთოდოქსულმა ეკლესიამ აგრეთვე გააკრიტიკა ფილმის ჩვენება, ხოლო რადიკალურმა ჯგუფმა “ალტ-ინფომ” სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ვინმე ზურაბ მახარაძემ გაერთიანებისკენ მოუწოდა რადიკალებს. მახარაძემ ხაზი გაუსვა ინფორმაციულ და იდეოლოგიურ ომს კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის და აღნიშნა, რომ ფილმის პრემიერა არის ამ ომის ნაწილი.

ცნობილმა ქართველმა კინო კრიტიკოსმა გოგი გვახარიამ თქვა: “ამ კვირას ბევრ ფაშისტ დაეთმო პირდაპირი ეთერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიძულვილი, ტყუილი და ჭუჭყი, კარგი ფილმით გადაიფარება”.

სხვებმა კი, სოციალურ ქსელში დასცინეს ფილმის მოწინააღმდეგებს, რომ მათ არ იციან თუ რა აცვიათ და არც ის, თუ რას აპროტესტებენ

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/blogs-trending-50350601

წინა სტატიაგაინაწილე პასუხისმგებლობა – მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური