ლევან ვასაძე მოქალაქეებს ფილმის ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს

0
400

ლევან ვასაძე ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.

„არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არცერთ კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში ზუსტად ისე, როგორც გასულ წელს ე.წ პრაიდი აღვკვეთეთ. ყველას, ვინც შეურაცხყოფილნი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩვენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესის ნგრევის,“ – განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

წინა სტატია“კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება – ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ,სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება”- მამა ანდრია
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური