მთავარისიახლეებისაზოგადოება"კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება - ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ,სჯულისკანონზე მაღლა...

“კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება – ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ,სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება”- მამა ანდრია

Published on

“

სამართლიანობა იქნება ის, რომ მღვდელმთავრები მოითხოვენ ამ კაზუსის გამოსწორებას, ეს იყო კანონდარღვევა [ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განყენება]. ჩვენ თუ დარღვევებს ასე ჩვეულებრივად შევხედავთ და ვითომც არაფერი, კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება – ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, მთლიანად დაირღვევა, სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება. ჩვენთვის ქრისტე არის ყველაზე მაღლა. ვიღაცისთვის, შეიძლება, პატრიარქი იყოს და ჰყავდეს, არ არის პრობლემა. ჩვენ ამისკენ კი არ მივილტვით – ვის უყვარს და ვის არ უყვარს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის, რომ მოციქულთა, საეკლესიო, მთლიანად სული არ შეიბღალოს და შეილახოს. ჩვენთვის პრიორიტეტი არის უფლის კანონები და სწორედ ამ კანონების დაცვისკენ მოვუწოდებთ მათ.”თქვა მღვდელომონაზონმა ანდრია სარიამ გადაცემაში “რეაქცია”. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში” დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...